ფეხბურთი

14:24 | 14.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხამეს როდრიგესი მექსიკურ გუნდში გადავიდა

ვეტერანი კოლუმბიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი კარიერას მექსიკურ „ლეონში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

33 წლის ხამესმა ესპანურ „რაიო ვალეკანოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და „ლეონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კოლუმბიელმა მექსიკელებთან ხელშეკრულება 2025 წლის დეკემბრამდე, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით გააფორმა.

ხამესი „რაიო ვალეკანოში“ ზაფხულიდან ირიცხებოდა, თუმცა მხოლოდ 7 უგოლო მატჩი ჩაატარა. როდრიგესს კარიერის განმავლობაში „ენვიგადოში“, „ბანფილდში“, „პორტუში“, „მონაკოში“, „რეალში“, „ბაიერნში“, „ევერტონში“, „ალ-რაიანში“, „ოლიმპიაკოსსა“ და „სან პაულუში“ უთამაშია.

0.121632