„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელია დაიცვა იმ კრიტიკისგან, რომელიც მის მიმართ ბოლო დროს ნეაპოლში ისმის.
ფედელეს თქმით, „ნაპოლიში“ კვარაცხელიას ფაქტობრივად მონასავით მოექცნენ და არ არის სწორი ახლა მასზე შეტევა:
„ვფიქრობ, კვარასთან მიმართებაში ობიექტურები არ ვართ. ის კლუბის ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. არ არის სწორი, რომ კვარაცხელიას სათადარიგო მეკარეზე დაბალი ხელფასი აქვს, მისთვის ხელფასის გაზრდა, თუნდაც 100 ევროთი, სულ მცირე მადლიერების ჟესტი იქნებოდა. კონტრაქტი დროულად რომ არ გაუუმჯობესეს, ფეხბურთელისთვის იმედგაცრუება და დისკომფორტი იყო, კონტრაქტის არგანახლებით ფაქტობრივად მას უთხრეს: „შენ ჩემი მონა ხარ“.
თეორიულად კვარას შეუძლია ფიფას მე-17 მუხლის გამოყენება, კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის მოთხოვნა იმ პირობით, თუ საზღვარგარეთ წავა. თუ სურდა უმადური ყოფილიყო „ნაპოლისთან“ მიმართებაში, ამ მუხლს გამოიყენებდა, ამიტომ, მასზე თავდასხმა სწორი არ არის. ჩემი აზრით, ჯერ არ ვართ საკითხის დასკვნით ეტაპზე, შეიძლება იყოს სიურპრიზები, რადგან შეიძლება რაღაც მოულოდნელი მოხდეს“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.