ფეხბურთი

21:30 | 13.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი საფრანგეთში პსჟ-ს წარმომადგენლებთან შესახვედრად გაემგზავრა

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაემგზავრა, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს.

ცხადია, მოტივი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერია. ფეხბურთელს კლუბთან შეთანხმება მიღწეული აქვს, მაგრამ კლუბებს შორის ჯერ საბოლოოდ, ყველაფერი გარკვეული არაა.

„ნაპოლი“ მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო La Repubblica-ს ცნობით, პსჟ-მ ჯერ მხოლოდ 45 მილიონი ევროს შეთავაზება გააკეთა, რაც ძალიან ცოტაა და ცხადია ამ შემთხვევაში გარიგება არ შედგება. თუმცა, პარიზელები მზად არიან შეთავაზება საგრძნობლად გაზარდონ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.113407