„ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლა „მანჩესტერის“ გარემარბით, ალეხანდრო გარნაჩოთი სურს.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება, ანტონიო კონტეს მთავარი არჩევანი 20 წლის არგენტინელია და აურელიო დე ლაურენტისი ეცდება, რომ მისი სურვილი დააკმაყოფილოს.
„ნაპოლიმ“ „მანჩესტერს:“ 45 მილიონი ევრო შესთავაზა, ხოლო ინგლისელები 70 მილიონს ითხოვენ. თუმცა, ვინაიდან, „იუნაიტედი“ მზადაა ფეხბურთელი გაყიდოს, ფასის დაკლება შესაძლებელია. „ნაპოლიში“ გადასვლის სურვილი ალეხანდროსაც აქვს, რომელიც „მანჩესტერში“ თავს ხელშეუხებელ ფიგურად ვერ გრძნობს.
აღსანიშნავია, რომ კონტეს მთავარი მოთხოვნა სწორედ მისი ტრანსფერია და სხვა ვარიანტები მხოლოდ მეორე არჩევანი არიან.
ალეხანდრო გარნაჩო „მანჩესტერის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 115 შეხვედრაში 23 გოლი აქვს გატანილი.