„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„სევილიასთან“ მატჩში (1:1) დაშვებული შეცდომის შემდეგ ქართველის მენტალურ მდგომარეობაზე დაუსვეს ესპანელ სპეციალისტს შეკითხვა, ესპანეთის თასზე „ოურენსესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
„შეცდომების დაშვება ფეხბურთის ნაწილია. ფეხბურთში არსებობს წარმატებები და წარუმატებლობები, ვმუშაობთ, რომ გავზარდოთ წარმატებები და შევამციროთ შეცდომები. სამი ძლიერი მეკარე გვყავს, გიორგის შესანიშნავი თამაში ჰქონდა სევილიაში რამდენიმე ძალიან კარგი სეივით. მას ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს, დიდი პასუხისმგებლობა, რომ გააგრძელოს გაუმჯობესება, ყველაფერი გაიღოს გასაუმჯობესებლად და გუნდში თავისი წვლილი შეიტანოს. თასის მატჩში ხვალ დიმიტრიევსკი ითამაშებს“, - თქვა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ბოლო ერთი თვე ტრავმის გამო გამოტოვა და მოედანზე გასულ უიქ-ენდზე „სევილიასთან“ შეხვედრაში დაბრუნდა. „ოურენსე“ – „ვალენსიას“ თამაში 14 იანვარს გაიმართება.