სხვა

18:13 | 13.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხაბიბ ნურმაგომედოვი: "მერაბი კარგი მებრძოლია, მას ჩემპიონის გული აქვს"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და უმარ ნურმაგომედოვის ბიძაშვილმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბი კარგი მებრძოლია და მას ჩემპიონის გული აქვს.

"მერაბი კარგი მებრძოლია, მას კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, მისი კარდიო და ჭიდაობა ერთ-ერთი საუკეთესოა, რის ხარჯზეც შეუძლია ძლიერი ზეწოლის მოხდენა მოწინააღმდეგეზე. მას ასევე კრივიც კარგი აქვს, თუმცა უმარი უკეთესია. უმარი დისტანციაზე ბრძოლაში საუკეთესოა, მას შეუძლია სტრატეგიულად წაიყვანოს ორთაბრძოლა. ვფიქრობ მაყურებელი კარგ ჩხუბს იხილავს და UFC-ის ახალი ჩემპიონი ეყოლება." - განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირება 19 იანვარს გაიმართება.

0.105125