ფეხბურთი

19:21 | 13.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გრაციანი: "ლეგიტიმურია, რომ კვარაცხელიას პსჟ-ში წასვლა უნდა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ წასვლა რომ უნდა, ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა:

„კვარა არ იყო ძალიან კმაყოფილი, როცა მატჩის ბოლოს კონტე ცვლიდა და ეს კილომეტრების მოშორებითაც ჩანდა. თუმცა, ანტონიომ ასევე თქვა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მუშაობდა, რათა მხარეებს კონტრაქტზე შეთანხმებისთვის მიეღწიათ. ჩემი აზრით, კონტრაქტი ჯერ კიდევ ორი წლის უნდა გაეხანგრძლივებინათ.

კვარას შეგიძლია ყველაფერი აუხსნა, მაგრამ თუ პსჟ გიწვევს, ბევრად მეტ ფულს გაძლევს, ვიდრე „ნაპოლი“, უფრო ამბიციური მიზნებით და პერსპექტიული პროექტით, ლეგიტიმურია, რომ ამ ბიჭმა წასვლაზე იფიქროს. ფეხბურთელი, რომელიც მიდის ბედნიერია, მაგრამ კლუბიც ბედნიერია, რადგან 85-90 მილიონი ძალიან კარგი თანხაა, რაც კონტეს საშუალებას მისცემს ამ თანხის ნაწილი დააბანდოს ახალ ფეხბურთელში, რომელიც მას კარგ მოთამაშედ მიაჩნია“, - თქვა გრაციანიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062789
სარეკლამო ადგილი - 99
X x X