ფეხბურთი

17:45 | 13.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ოსიმენი რომ წავიდა, არავის უტირია, კვარა კი მოგვენატრება, ნახავთ"

იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, სერია A-ს კვარაცხელია ძალიან დააკლდება:

„სერია A სასიამოვნო ხმაურს კარგავს. ის თამაშის ფერს ცვლიდა, ის იყო შუქი, ბიჭების კერპი, არსაიდან გამოჩენილი ბიჭი და სკუდეტოს გმირი. თავიდან არ ვიცოდით მისი გვარის გამოთქმა და შემდეგ არავინ იცოდა, როგორ უნდა შეეჩერებინათ ის. მე ვნახე, რა იყო კვარა. რთულ გასულ სეზონში, ყველაზე მეტი გოლი სირთულეებში მან გაიტანა. ოსიმენი წავიდა და არავის უტირია, მაგრამ კვარა მოგვენატრება, ნახავთ“, - თქვა ბუჩანტინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.119798