ფეხბურთი

17:10 | 13.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" მზადების პროცესი დაიწყო, ჯაბა კანკავამ დაბრუნების შემდეგ პირველად ივარჯიშა (VIDEO)

დინამო თბილისმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და 2025 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო.

დედაქალაქელები 15 იანვრამდე თბილისში მოემზადებიან, შემდეგ კი გეზს პორტუგალიისკენ აიღებენ, სადაც 13 თებერვლამდე ზამთრის მოსამზადებელ შეკრებას გაივლიან. შეკრებაზე თბილისელები ამხანაგურ მატჩებსაც გამართავენ.

"დინამოში" დაბრუნების შემდეგ პირველად ივარჯიშა ჯაბა კანკავამ, რომელიც 23 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გუნდთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გამოცდილმა ფორვარდმა - მათე ვაწაძემ გაახანგრძლივა. დინამოში ასევე დაბრუნდნენ იჯარის წესით გაშვებული ფეხბურთელები - ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე გორის "დილადან", მცველი ირაკლი იაკობიძე და ნახევარმცველი ოთარ აფციაური "გაგრადან".

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამომ" ეროვნული ლიგის გასულ სეზონში მე-7 ადგილზე გავიდა.

0.133323