მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბარსელონასთან" წაგებული (2:5) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა.
იტალიელი სპეციალისტის თქმით მისი ფეხბურთელები უამრავ შეცდომებს უშვებდნენ და ყველაფერი საშინელება იყო, გარდა კილიან მბაპეს თამაშისა.
"საწყისი წუთებიდანვე ბევრი შეცდომები დაუშვით, მიუხედავად გატანილი გოლისა ბარსელონას ფეხბურთელები უამრავ მომენტს ქმნიდნენ და დაცვის ხაზის გაჭრას მარტივად ახერხებდნენ. თითქმის ყველა ორთაბრძოლები დავთმეთ, როგორც დაცვაში ისე ყველა რგოლში საშინლად ვითამაშეთ, გარდა კილიან მბაპესი, რომელმაც კარგი თამაში ჩაატარა და გოლიც მშვენიერი სვლის მერე გაიტან. მესმის გულშემატკივრების გაბრაზების, თუმცა ეს ფეხბურთია. შრომა უნდა გავაგრძელოთ, შეცდომები გავაანალიზოთ და მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადოთ." - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ 43 ქულით მე-2 ადგილზეა და ქულით ჩამორჩება თანაქალაქელ "ატლეტიკოს".