ფეხბურთი

3:29 | 13.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "დავითაშვილის გოლმა აჩვენა, რომ თავდაჯერება გვქონდა"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ზურიკო დავითაშვილის გოლი მისი გუნდისთვის დიდი იმედი იყო.

„დავითაშვილის გოლი დიდი იმედი იყო და ამ გოლმა აჩვენა, რომ თავდაჯერებით ვთამაშობდით. გვქონდა თამაშში ბოლომდე დარჩენის შესაძლებლობა, გათანაბრებაც შეგვეძლო, მიუხედავად იმისა, რომ პსჟ აშკარად უფრო ძლიერია. ბოლომდე ვიბრძოლეთ. ცოტა ხარისხი დაგვაკლდა მეორე გოლის გასატანად, 3-4-5 კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ რაღაც გვაკლდა“, - აღნიშნა ჰორნელანმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„სენტ ეტიენი 17 ტურში მოპოვებული 16 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 19 იანვარს, უშუალო კონკურენტ „ნანტს“ უმასპინძლებს, რომელსაც ბურთების ბალანსით ჩამორჩება.

0.118363