საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი წრის ბოლო, მე-17 ტურში „სენტ ეტიენი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა.
პსჟ-მ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, 23-ე წუთისთვის უსმან დემბელეს დუბლით 2:0 დაწინაურდა. პირველ ნახევარში დავითაშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, 64-ე წუთზე მაინც დალაშქრა მეტოქის კარი: ზურიკომ ჯარიმა მოიპოვა, რომელიც თვითონვე უნაკლოდ შეასრულა და ჯანლუიჯი დონარუმას შანსი არ დაუტოვა.
ასე რომ, მიმდინარე სეზონში იტალიელ მეკარეს გოლი ლიგა 1-ში მოთამაშე ორივე ქართველმა გაუტანა, მიქაუტაძემ და დავითაშვილმა, თანაც ორივემ პარიზში. ზურიკომ თავი ოქტომბრის შემდეგ პირველად გამოიჩინა და უგოლო სერია შეწყვიტა. ქართველი პსჟ-ს წინააღმდეგ მოედანზე შეუცვლელად იყო, ხოლო „სენტ ეტიენმა“ გათანაბრება ვეღარ მოახერხა და მარცხი განიცადა.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა.
„სენტ ეტიენი 17 ტურში მოპოვებული 16 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 19 იანვარს, უშუალო კონკურენტ „ნანტს“ უმასპინძლებს, რომელსაც ბურთების ბალანსით ჩამორჩება.