ფეხბურთი

1:45 | 13.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას გარეშე: "ნაპოლიმ" "ვერონა" დაამარცხა

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „ვერონას“ უმასპინძლა და მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო.

ანტონიო კონტეს გუნდს „ვერონასთან“ საქმე სარევანშოდ ჰქონდა, რადგან პირველ ტურში სტუმრად 0:3 განადგურდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახლა „აძური“ სულ სხვა გუნდია.

„ნაპოლიმ“ ადვილად მოიგო, კლასში უდიდესი სხვაობა იგრძნობოდა, თანაც, ბოლომდე არ დახარჯულა. მეხუთე წუთზე ლორენცო მონტიპოს ავტოგოლით გაიხსნა ანგარიში, ხოლო 61-ე წუთზე ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისამ სხვაობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია, დიდი ალბათობით, მისი ნეაპოლური კარიერა უკვე დასრულებულია, მიმდინარე სეზონში 17 მატჩით, 5 გოლით და 3 საგოლე პასით...

„ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერია, 4 ქულით უსწრებს „ინტერს“, რომელსაც თავის მხრივ, ორი მატჩი მარაგში აქვს. ნეაპოლელები 18 იანვარს, სტუმრად ბერგამოს „ატალანტას“ ეწვევიან, უშუალო კონკურენტს, რომელთანაც პირველ წრეში 0:3 განადგურდნენ.

0.12378