კალათბურთი

22:00 | 12.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 8 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-16 ტურში „ტენერიფე“ სტუმრად მადრიდის „რეალთან“ 86:96 დამარცხდა.

მადრიდელები ბოლო პერიოდის წინ 21 ქულით იგებდნენ და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, ხოლო „ტენერიფეს“ ბოლო მეოთხედის 11 ქულით მოგება არ ეყო და მარცხი განიცადა.

გიორგი შერმადინმა 17 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია.

„ტენერიფე“ 16 ტურის შემდეგ 11 მოგებით და 5 წაგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე საფეხურზეა, ხოლო 18 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ჟირონას“ დაუპირისპირდება.

0.115475