ესპანეთის ლიგა ენდესაში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნია“ მე-16 ტურში „ბრეოგანთან“ სტუმრად 80:83 დამარცხდა და ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო.
ქართველმა კალათბურთელმა 18 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ბურჯანაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ლეიმა კორუნია“ 4 მოგებით და 12 წაგებით გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 18 იანვარს, „მურსიას“ დაუპირისპირდება.