საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე, რომელსაც რუმინეთმა უმასპინძლა აშშ 17:12 დაამარცხა.
ქართველებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს და საბოლოოდ, გამარჯვება არ გასჭირვებიათ. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მე-7 ადგილი დაიკავა და სუპერფინალის ეტაპზე ვერ გადავიდა, რადგან ამისთვის საჭირო საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა იყო.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ხორვატიასთან 11:13 წააგო, შემდეგ რუმინეთი 24:12 დაამარცხა, უნგრეთთან 10:21 და იაპონიასთან 18:19 დამარცხდა.
საქართველო - აშშ 17:12 (5:4, 4:3, 3:2, 5:3)