„სალერნიტანაში“ ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა. სერია B-ს 21-ე ტურში სალერნოელები შინ ლიდერ „სასუოლოსთან“ 1:2 დამარცხდნენ.
ლუკა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ის გუნდს ორი დღის წინ შეუერთდა, შესაბამისად, უკვე რომ მიეცა მოედანზე ყოფნის საშუალება, კარგი ამბავია.
„სალერნიტანა“ 21 ტურში მოპოვებული 18 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 18 იანვარს, საკუთარ მოედანზე რეჯანასთან გამართავს.