ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის დეტალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, კვარას ხელფასი პსჟ-ში სეზონში 9 მილიონი ევრო იქნება:
„ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენს“ უახლოვდება. შეთანხმებულია პირადი კონტრაქტი, რომელიც 2029 წლამდე გაფორმდება, 2030-წლამდე განახლების ვარიანტით და სეზონში 9 მილიონი ევროს ხელფასით (პლუს 2 მილიონი ბონუსი)“, - დაწერა სკირამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.