ფეხბურთი

11:58 | 12.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

უოკერს "მანჩესტერ სიტის" დატოვება სურს

კაილი უოკერს „მანჩესტერ სიტის“ დატოვება სურს. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გაავრცელა.

„უოკერს სურს სხვა ქვეყანაში გადავიდეს, სადაც კარიერის ბოლო წლებს გაატარებს, მრავალი მიზეზის გამო. ამიტომაც, ვამჯობინე სხვა ფეხბურთელებს ეთამაშათ, რომლებიც გონებით აქ არიან და არა სხვაგან“, - თქვა გვარდიოლამ.

34 წლის ინგლისელ მცველს „სიტისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ როგორც ჩანს, შეიძლება გუნდი დატოვოს. ის „სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს და 319 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" მზადაა უოკერი დაიმატოს და ტრანსფერზე პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო.

0.114576