„ბარსელონას“ ახალწვეულმა მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ სამი სიტყვით აღწერა „ბლაუგრანას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი.
კატალონიური კლუბის ფეხბურთელებმა მონაწილეობა მიიღეს საკლუბო ტელევიზიის ვიქტორინაში, სადაც შვიდ წამში სამი პასუხის გაცემა მოუწიათ კითხვაზე. რობერტმა შჩესნის სთხოვა სამი სიტყვით დაეხასიათებინა ლევანდოვსკი. ვოიცეხმა ფორვარდს ზარმაცი, მსუქანი და მახინჯი უწოდა. პასუხის შემდეგ ორივე ფეხბურთელს გაეცინა.
12 იანვარს „ბარსელონა“ ესპანეთის სუპერთასის მატჩში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.