„ნაპოლიმ“ „ბორნმუთიდან“ ფილიპ ბილინგი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
28 წლის დანიელი ფეხბურთელი „ნაპოლის“ სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ნეაპოლელებს ზაფხულში მისი შეძენა 9 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
ბილინგმა მაიკლ ფოლორუნშო უნდა შეცვალოს, რომელიც ფლორენციის „ფიორენტინაში“ გადავიდა.
ფილიპ ბილინგმა „ბორნმუთში“ 2019 წლიდან 201 მატჩში 31 გოლი გაიტანა, მანამდე ის „ჰადერსფილდში“ თამაშობდა, ხოლო დანიის ნაკრებში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული.