დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიანი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მიონხენგლადბახის „ბორუსია“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ბავარიელებმა მოიპოვეს მინიმალური ანგარიშით. ერთადერთი გოლი ტრავმამოშუშებულმა ჰარი კეინმა გაიტანა პენალტით 68-ე წუთზე.
16 მატჩის შემდეგ „გლადბახი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა და 24 ქულა აქვს. მსგავსი რაოდენობის თამაშების შემდეგ „ბაიერნი“ 39 ქულით ლიდერობს.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-16 ტური. 11 იანვარი: ჰაიდენჰაიმი - უნიონ ბერლინი 2:0, ჰოფენჰაიმი - ვოლფსბურგი 0:1, ფრაიბურგი - ჰოლშტაინი 3:2, მაინცი - ბოხუმი 2:0, ზანქტ პაული - აინტრახტი 0:1, გლადბახი - ბაიერნი 0:1