ფეხბურთი

21:10 | 11.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ ასოციაციის თასზე ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა „მორკამს“

ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალური მატჩი ლონდონის „ჩელსისა“ და „მორკამს“ შორის „არისტოკრატთა“ გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

დუბლი მიითვალეს ტოსინ ადარაბიოიომ, და ჟოაუ ფელიქსმა, ერთიც კრისტოფერ ნკუნკუმ დაამატა.

ასოციაციის თასის ამჟამინდელი გამარჯვებული „მანჩესტერ იუნაიტედია,“ რომელმაც გასული სეზონის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ 2:1 დაამარცხა.

0.121586