"პარი სენ-ჟერმენში" ხვიჩა კვარაცხელიას მოსალოდნელ ტრანსფერზე Foot Mercato-ს ჟურნალისტი სანტი ოუნა ახალ ცნობას ავრცელებს.
მან ასევე დაასახელა მიზეზები, რის გამოც ქართველმა პარიზულ გუნდში გადასვლა გადაწყვიტა:
„პსჟ-ს ნაპოლის შორის კვარაცხელიას ტრანსფერზე სიტყვიერი შეთანხმება თითქმის მიღწეულია. ორივე კლუბს სურს გარიგებას ხელი მომდევნო კვირაში მოაწერონ. კონტრაქტი 4.5-წლიანი იქნება, „ნაპოლის“ შკრინიარი არ სურს. ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლაში ტიტულების მოგების გარანტიამ, ჩემპიონთა ლიგაზე ყოველწლიურმა თამაშმა და ხალხის ზეწოლის გარეშე, ჩვეულებრივი მოქალაქესავით ცხოვრების შესაძლებლობამ დაარწმუნა. სიტყვიერი შეთანხმება 80 მილიონის და ბონუსების შესახებ არსებობს. შეხვედრა დაგეგმილია მომდევნო კვირაში საქმის დასასრულებლად“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ქართველმა "ნაპოლიში" ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა, ბოლო მატჩი კი, 29 დეკემბერს, „ვენეციას“ წინააღმდეგ ითამაშა.