ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფეხბურთელი ომარ მარმუში ახლოსაა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან.
25 წლის ეგვიპტელ შემტევთან ინგლისელებმა ყველა დეტალი შეათანხმეს, ახლა კი, მოლაპარაკებები „აინტრახტთან“ წარმატებით მიმდინარეობს და „სიტი“ იმედოვნებს, რომ მომდევნო კვირაში ტრანსფერს დახურავს.
პეპ გვარდიოლა მარმუშს ხულიან ალვარესის იდეალურ შემცვლელად ხედავს, რომელიც გასულ ზაფხულს მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა.
ომარ მარმუშსს შესანიშნავი სეზონი აქვს, რომლის პირველ ნაწილში 24 მატჩში 18 გოლი გაიტანა. ის „აინტრახტის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს და 65 თამაშში 35 გოლი მიითვალა.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „სიტი“ „ლანსიდან“ აბდუკოდირ ხუსანოვს შეიძენს 40 მილიონ ევროდ, ხოლო „პალმეირასთან“ ვიტორ რეისის ტრანსფერზე მუშაობა მიმდინარეობს.