ფლორენციის „ფიორენტინამ“ „ნაპოლიდან“ ნახევარმცველი, მაიკლ ფოლორუნშო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
26 წლის ფეხბურთელი „იებმა“ სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატეს.
ფოლორუნშო „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს დაუბრუნდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ანტონიო კონტეს რჩეულთა შორის ვერ ხვდებოდა. „ფიორენტინაში“ ან ედოარდო ბოვე უნდა შეცვალოს.
ფოლორუნშოს გასული სეზონი გამორჩეული ჰქონდა, როცა „ვერონას“ მაისურით 34 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მას ასევე უთამაშია „ბარიში“, „რეჯინასა“ და „პორდენონეში“, ხოლო იტალიის ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.