ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დომინოს ეფექტს გამოიწვევს.
როგორც მან აღნიშნა, ეს სიახლე სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერს არყევს, რადგან „ნაპოლის“ მოუწევს კვარაცხელიას შეცვლა.
„პარი სენ-ჟერმენში“ კვარაცხელიას ტრანსფერი ყველაფერს არყევს და ბევრი რამ შეცვალა, იმის გათვალისწინებით, რომ თუ „ნაპოლი“ მას ნამდვილად გაყიდის, ის უნდა შეცვალოს და ეს დომინოს ეფექტს გამოიწვევს, რაც ჩვეულებრივ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ხდება, მაგრამ ზამთარში არა“, - თქვა დი მარციომ.
სწორედ დი მარციოს ინფორმაციით, პსჟ სულ უფრო და უფრო უახლოვდება კვარაცხელიას. „ნაპოლისა“ და ფრანგულ კლუბს შორის მომავალ კვირაში დაინიშნა შეხვდა, რათა განისაზღვროს დეტალები შეთანხმებისთვის. პსჟ-ს მაქსიმალური შეთავაზება 70-75 მილიონი ევროა, ალტერნატივა გარიგებაში მილან შკრინიარის ჩართვაა, რათა „ნაპოლის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (80 მილიონი ევრო).
„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ფედერიკო კიეზას, ედონ ჟეგროვას, ლორენცო პელეგრის და ვანდერსონ გალენოს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.