„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა შესაძლოა ზაფხულში სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა „ინტერში“ გააგრძელოს.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, „ინტერი“ სიტუაციას აქტიურად აკვირდება და განიხილავს 25 წლის მეკარის ტრანსფერს, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.
დონარუმა თუ ხელშეკრულებას არ განაახლებს, „ინტერში“ მისი გადასვლა დამდეგ ზაფხულს რეალური გახდება. „ნერაძურის“ კარს ამჟამად იან ზომერი იცავს, რომელიც უკვე კარიერის ბოლო ეტაპზეა, შესაბამისად, მილანელებს სულ მალე ახალი მეკარე დასჭირდებათ.
ჯანლუიჯი დონარუმამ პსჟ-ში 2021 წლიდან დღემდე 131 მატჩი ჩაატარა, ხოლო მანამდე „მილანში“ თამაშობდა, რომლის მაისურით 251 შეხვედრა აქვს ჩატარებული.