იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანკარლო პადოვანმა პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ ამ გარიგებიდან წაგებული არ დარჩება, მაგრამ თვითონ ფეხბურთელმა პსჟ-ზე უარი რომ თქვას, მისთვის ეს დიდი შეცდომა არ იქნება:
„კვარაცხელიას გაყიდვა „ნაპოლისთვის“ დიდი შესაძლებლობაა. აღარ არის ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ადრე იყო და როგორც ჩანს, არც კონტრაქტის განახლების პირობები არსებობს. არ მგონია, რომ „ნაპოლიზე“ ამან ნეგატიურად იმოქმედოს, გუნდშია ნერეში, რომელიც ქართველზე ბევრად უკეთესად თამაშობს და ახალი ფეხბურთელის მოყვანაც შეიძლება.
პსჟ-ს შეთავაზებაზე უარის თქმა კვარასთვის დიდი შეცდომა არ იქნება, „ნაპოლისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის დიდი განსხვავება არაა, ეს დამოკიდებულია ფეხბურთელის ამბიციებზე. ერთადერთი განსხვავება მხოლოდ ხელფასებშია, საფრანგეთში ბევრად მეტს მიიღებს“, - აღნიშნა პადოვანმა.