ფეხბურთი

21:00 | 10.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "არ მესმის კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში, ბარკოლა ჰყავთ"

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯუზეპე პასტორემ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერზე ისაუბრა.

მისი აზრით, გაუგებარია, კონკრეტულად პსჟ-ს რაში სჭირდება 80 მილიონ ევროდ კვარაცხელიას ყიდვა, როცა მარცხენა ფლანგზე შეტევაში ბრედლი ბარკოლა ჰყავს.

„კვარას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა სკუდეტოს სეზონში, მაგრამ ისიც მართალია, რომ მას შემდეგ რეგრესი განიცადა. კონტემ დაამტკიცა, რომ კვირაში ერთი მატჩის პირობებში შეუძლია მარცხენა ფლანგზე ნერეში გამოიყენოს, თუმცა საუბრობენ ისეთ საინტერესო ფეხბურთელზე, როგორიც ჟეგროვაა, თუნდა ის ივნისში შეიძინონ. 80 მილიონი ძალიან მაღალი ფასია, ამიტომ, არ მესმის რას მოიმოქმედებს პსჟ, როცა კვარას დაიმატებს, რადგან მარცხენა ფლანგზე ბარკოლა უკვე ჰყავს“, - აღნიშნა პასტორემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.133622