"სენტ ეტიენს" ზურიკო დავითაშვილი დაუბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო მატჩი რეიმსის წინააღმდეგ ვირუსის გამო გამოტოვა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ემზადება.
"სენტ ეტიენი" 12 იანვარს, "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება, ხოლო ზურიკო ახალი მთავარი მწვრთნელის, ეირიკ ჰორნელანის განკარგულებაშია. ჯერ ქართველს ნორვეგიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით არ უთამაშია.
დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.
"სენტ ეტიენს" 16 ტურში 16 ქულით მე-15 ადგილი უკავია და გასავარდნი ზონის ზღვარზეა, ხოლო "პარი სენ-ჟერმენს", 12 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სტუმრად დაუპირისპირდება.