ფეხბურთი

15:45 | 10.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილი ფრანგულ გუნდს დაუკავშირეს

გიორგი გულიაშვილით ფრანგული გუნდი დაინტერესდა. „სარაევოს“ თავდამსხმელს, რომელსაც კარგი სეზონი აქვს, რამდენიმე ევროპული კლუბი აკვირდება, რომელთა რიგებს ლიგა 1-ის ბინადარი შეემატა.

ზუსტად უცნობია, რომელ გუნდზეა საუბარი, მაგრამ ფრანგული მედია ვარაუდობს, რომ „ლანსი“ ან „სენტ ეტიენია“, რადგან მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ თავდამსხმელის პოზიციაზე გაძლიერება.

23 წლის გულიაშვილი დაახლოებით 3 მილიონ ევროდ ფასობს, რაც მაღალი ღირებულება არ არის და ტრანსფერს გაამარტივებს. გიორგი მანამდე პირეოსის „ოლიმპიაკოსს“, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ და უნგრულ „ფერენცვაროშსაც“ დაუკავშირეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილმა სეზონის პირველ ნაწილში 12 გოლი გაიტანა და ბოსნიის ჩემპიონატში ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

0.113745