ფეხბურთი

14:35 | 10.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი აგენტი: "პსჟ-ს მარცხენა ფლანგზე ბარკოლა ჰყავს, კვარაცხელიას ძირითადში მოხვედრა გაუჭირდება"

ფიფას აგენტმა კრისტოფ მონგაიმ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, პსჟ-ში მარცხენა ფლანგი ბრედლი ბარკოლას ეკუთვნის და ქართველ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდება.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ პსჟ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში რევოლუციას ამზადებს. უბრალოდ, გუნდში კორექტირება მოახდინოს. კვარაცხელია, რეალურად შეიძლება იყოს საინტერესო ფეხბურთელი პსჟ-სთვის, მაგრამ ასევე, ბევრი სხვა კლუბისთვის მისი ახალგაზრდული ასაკის, პოტენციალის და ნიჭის გათვალისწინებით.

ქართველს უყვარს მარცხენა ფლანგზე თამაში, მაგრამ ამ პოზიციაზე პსჟ-ში უკვე არის ბარკოლა, მარჯვნივ კი დემბელე. პსჟ უფრო ცენტრალურ ზონაში უნდა გაძლიერდეს, ლუის ენრიკეს ცრუ ცხრიანით თამაში მოსწონს. მარცხენა ფლანგზე ადვილი არ იქნება მისთვის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, მაგრამ შეიძლება ცენტრფორვარდის როლმა მისი კარიერა შეცვალოს.

ექნება თუ არა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული? პსჟ-ს ძირითადში მუდმივად ყოფნა ადვილი არასდროსაა, მაგრამ თუ პსჟ იყიდის, არ მგონია, მეორეხარისხოვანი ფეხბურთელის რანგში ან სათადარიგო სკამისთვის წაიყვანოს. თუმცა, პსჟ-ში ძირითადში მოხვედრა ადვილი არასდროსაა და შეიძლება ამას დროს დასჭირდეს“, - თქვა მონგაიმ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად უკავშირებენ. ქართველი ფეხბურთელი მზადაა „ნაპოლი“ ახლავე დატოვოს და ფრანგულ კლუბს შეუერთდეს, მაგრამ ასევე დასახელდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპულიც“.

0.130589