„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ინგლისურ კლუბს მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს.
ნიდერლანდელ სპეციალისტს ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რასაც მან შემდეგნაირად უპასუხა:
„ახლა იანვარია... არ არის საჭირო იმედგაცრუება, ბევრს საუბრობენ სხვა გუნდის ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს და იმ ფეხბურთელებზეც, რომლებიც ჩვენთან ბევრს არ თამაშობენ და შეიძლება სხვაგან წავიდნენ. ეს არის ის, რაც ახლა ხდება. 10-დან 9-ჯერ, 100-დან 99 შემთხვევაში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ირკვევა, რომ ეს ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. მეტი რა შემიძლია ვთქვა? არანაირი კომენტარი ჩემი მხრიდან“, - თქვა ნიდერლანდელმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე მეტად „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ, თუმცა, ბრიტანულ მედიაში ბოლოს „ლივერპულის“ მხრიდან სერიოზული ინტერესის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.