„ნაპოლი“ „ბორნმუთიდან“ დანიელ ნახევარმცველს, ფილიპ ბილმინგს დაიმატებს. ინფორმაციას იტალიური მედია ადასტურებს, მხარეები უკვე შეთანხმებული არიან.
28 წლის ფეხბურთელი „ნაპოლის“ სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება. ნეაპოლელებს ზაფხულში მისი შეძენა 9 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
ბილინგმა მაიკლ ფოლორუნშო უნდა შეცვალოს, რომელიც ფლორენციის „ფიორენტინაში“ სულ მალე ოფიციალურად გადავა.
ფილიპ ბილმინგმა „ბორნმუთში“ 2019 წლიდან დღემდე 201 მატჩში 31 გოლი გაიტანა, მანამდე ის „ჰადერსფილდში“ თამაშობდა, ხოლო დანიის ნაკრებში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული.