ფეხბურთი

18:56 | 9.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო: "კვარაცხელია თანახმაა პსჟ-ში იანვარში გადავიდეს"

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თანახმაა „პარი სენ-ჟერმენში“ მიმდინარე თვეში გადავიდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. ცნობილი ინსაიდერის ცნობით, კვარამ პსჟ-ში ტრანსფერისთვის მზაობა უკვე დაუდასტურა ორივე მხარეს, ხოლო კლუბები დღეს უშუალო კონტაქტში არიან.

პარიზელები დაახლოებით 80 მილიონ ევროს იხდიან, შეიძლება გარიგებაში მილან შკრინიარიც ჩართონ, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, სლოვაკის მაღალი ხელფასიდან გამომდინარე "ნაპოლი" არაა თანახმაა გარიგებაში მის ჩართვაზე და მხოლოდ კვარას პირდაპირ გაყიდვაზეა თანახმა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კარგად ვითარდება. დიდი შანსია, რომ ტრანსფერი წარმატებით ძალიან მალე, უახლოეს დღეებში დაიხუროს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.11212