ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი ლონდონის „ტოტენჰემსა“ და „ლივერპულს“ შორის, მასპინძელთა სასარგებლოდ ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მატჩის მეშვიდე წუთზე, კუთხურის დროს, ტოტენჰემელი როდრიგო ბენტანკური უხერხულად დაეშვა კისერზე და დაშავდა. ფეხბურთელმა დამოუკიდებლად ადგომა ვერ შეძლო და ექიმებმა ფეხბურთელი საკაცით გაიყვანეს. მატჩის ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე „ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა ლუკას ბერგვალმა გაიტანა.
საპასუხო მატჩი გუნდებს შორის 6 თებერვალს ლივერპულში გაიმართება.
პირველი ნახევარფინალური წყვილის პირველი შეხვედრაში, 7 იანვარს „არსენალმა“ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.