„ბეტისი" „ბარსელონას" თავდამსხმელით, ანსუ ფატით დაინტერესდა. კატალონიური კლუბი „ბეტისს“ ფეხბურთელის იჯარით სეზონის ბოლომდე აყვანას სთავაზობს - გვამცნობსEl Correo de Andalucia.
ფეხბურთელმა შესაძლოა კატალონიური კლუბი იანვრის ბოლომდე დატოვოს, „ბარსელონას“ ფეხბურთელების დანიელ ოლმოსა და პაუ ვიქტორის რეგისტრაციის პროცესის გამო.
შეგახსენებთ, რომ ფატის მოქმედი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა „ბარსელონაში“ რვა მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ეფექტური არ ყოფილა.