პსჟ-ს არ აქვს ინტერესი „ჩელსის“ 27 წლის ნახევარმცველის კრისტოფერ ნკუნკუს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. პარიზელები სხვა ტიპის მოთამაშეს ეძებენ - წერს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
ნკუნკუ „ჩელსიში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.