საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა კილიან მბაპემ და მისმა თანაგუნდელებმა არ იცოდნენ, რომ მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გადაწყვიტა გუნდის დატოვება 2026 წელს - წერს Le Parisien.
წყაროს ცნობით, დეშამს საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მათ შორის ყველა, ვინც გუნდის კაპიტანი ყოფილა, მანამდე არაფერი უთქვამს. ამის მთავარი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილება სპონტანურია.
დეშამი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2012 წლის ზაფხულიდან იკავებს. ამ პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით, „სამფეროვნებმა“ ყველა ტურნირზე 166 მატჩი ჩაატარეს, 106-ჯერ მოიგეს, 31-ჯერ შეხვედრები ფრედ დაასრულეს და 29-ჯერ დამარცხდნენ. 2018 წელს საფრანგეთის ნაკრები დეშამის თავკაცობით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.