„ბარსელონას“ ნახევარმცველი დანიელ ოლმო და თავდამსხმელი პაუ ვიქტორი, მიუხედავად რეგისტრაციაზე თავდაპირველი უარისა, დროებით ოფიციალურად დაარეგისტრირეს ესპანეთის ჩემპიონატში სეზონის მეორე ნაწილში სათამაშოდ.
ქვეყნის სპორტის უმაღლესმა საბჭომ ნახევარმცველსა და თავდამსხმელს დროებით ჩართვა ლა ლიგის, ესპანეთის თასისა და სუპერთასის შეხვედრებში დაადასტურა. ამავდროულად „ბარსელონას“ საჩივარი განიხილება სასამართლოებში.
შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში ლა ლიგამ და ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურეს „ბარსელონას“ უარი დანიელ ოლმოსა და პაუ ვიქტორის რეგისტრაციაზე მიმდინარე სეზონის მეორე ნაწილისთვის.