ფეხბურთი

21:53 | 8.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინისიუსის ორმატჩიანი დისკვალიფიკიციის შესახებ ისაუბრა

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, კლუბის თავდამსხმელის, ვინისიუსის „ვალენსიასთან“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში გაძევების შემდეგ მიღებულ ორმატჩიან დისკვალიფიკაცაიაზე ისაუბრა.

„ძნელია იყო ვინისიუსი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია არასწორია", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Relevo.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიასთან“ მატჩში წითელი ბარათის მიღებამდე ვინისიუსი „რეალის" ერთ-ერთი შეტევის შემდეგ გაზონზე იჯდა, მასთან უკნიდან მასპინძელთა მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი მივიდა და თავზე ხელით შეეხო, ამის საპასუხოდ ბრაზილიელმა მეკარეს ორივე ხელით სახის არეში უბიძგა და გააძევეს.

0.116891