იტალიური „იუვენტუსის“ და სერბეთის ნაკრების თავდამსხმელს დუშან ვლაჰოვიჩს სურს 2026 წლის ზაფხულამდე, როცა კლუბთან კონტრაქტი ამოიწურება, მოიცადოს და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს - წერს La Gazzetta dello Sport.
მედიის ცნობით, თავდამსხმელს ეკონომიკური პირობების გამო „იუვენტუსთან“ არსებული კონტრაქტის განახლება არ სურს და ტურინელებს მის სხვა გუნდში გაშვებას სთხოვს. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე შეადგინა იმ მოთამაშეთა სია, რომლებიც პოტენციურად შეძლებენ სერბის შეცვლას. ესენი არიან „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე, რენდალ კოლო მუანი პსჟ-დან და ნიკლას ფულკრუგი „ვესტ ჰემ იუნაიტედიდან.“
მიმდინარე სეზონში დუშან ვლაჰოვიჩმა კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 12 გოლი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.