ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ალ-ჰილალის" ფეხბურთელმა ნეიმარმა CNN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ბრაზილიელი საინტერესო საკითხებზე საუბრობს. ის კრიშტიანუ რონალდუს დაეთანხმა და განაცხადა, რომ დღეს საუდის არაბეთის ლიგა გაცილებით მაღალ დონეზე დგას, ვიდრე საფრანგეთის ლიგა 1-ი.
"საუდის არაბეთმა გამაოცა, ამ ყველაფერს არ ველოდი, ხალხი, ქვეყანა და კულტურა. ისინი დღითიდღე ვიტარდებიან და ვეთანხმები რონალდუს, რადგან დღეს საუდის არაბეთის ლიგა გაცილებით მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ლიგა 1-ი. რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩემპიონატსაც თავისი ძლიერი მხარეებიც აქვს, მე იქ დიდი ხანი ვითამაშე და ეს ყველაფერი ჩემზე უკეთ არავინ იცის."
ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
"მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ძალიან მსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ძალიან კარგი და ნიჭიერი თაობა გყვავს და ბრაზილიის ნაკრები ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი იქნება."
"ინტერ მაიამიში" შესაძლო გადასვლაზე.
"ალ-ჰილალში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, თუმცა ფეხბურთში არავინ იცის რა მოხდება. მესისთან და სუარესთან ერთად კიდევ ერთხელ თამაში ძალიან მაგარი იქნება. მათთან ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს და არაერთ საკითხზე ვსაუბრობთ." - განაცხადა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "ალ-ჰილალის" ღირსებას 2023 წლის ზაფხულიდან იცავს, მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.