ფეხბურთი

18:34 | 8.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი დეშამის შეცვლის მთავარი კანდიდატია

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის შემდეგ დატოვებს, ხოლო თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი, ამაზე საუბარი უკვე დაიწყო.

ფრანგული მედიის ცნობით, აშკარა ფავორიტი ზინედინ ზიდანია, რომელიც ნაკრებში მუშაობას უკვე ძალიან დიდი ხანია ელოდება და არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ზიზუს ოცნებაც ესაა.

ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ მადრიდის „რეალში“ უმუშავია, ხოლო 2021 წლის შემდეგ უმუშევარია და დიდი შანსია, რომ სწორედ ის იყოს დეშამის მემკვიდრე.

თუმცა, დასახელდა ალტერნატიული ვარიანტიც - ტიერი ანრი, რომელიც ბოლოს საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამმა დაადასტურა, რომ მუნდიალის შემდეგ დატოვებს სამსახურს, სადაც 2012 წლიდან მუშაობს.

0.115241