ფეხბურთი

14:51 | 8.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილმა ვარჯიში განაახლა და "პსჟ"-თან მატჩისთვის მზად იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა, ვარჯიში განაახლა და "პსჟ"-თან გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.

ზურიკომ "სენტ ეტიენის" ბოლო შეხვედრა "რეიმსის" წინააღმდეგ მაღალი სიცხის გამო გამოტოვა. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება ქართველმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და კვირას გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენსა" და "სენტ ეტიენის" შეხვედრა კვირას 12 იანვარს 23:45 წუთზე გაიმართება. ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.064226