საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე დიდი შანსია "გალათასარაიში" გადავიდეს. როგორც ცნობილი ხდება თურქულმა კლუბმა "ლიონი" ტრანსფერზე დაიყოლია.
Fanatik-ის ინფორმაციით "გალას" მესვეურებს დღეს საფრანგეთში ელიან, მათ "ლიონის" დათანხმება მოახერხეს და ახლა ჯერი თავად ფეხბურთელზეა. წყაროს ცნობით თურქები ქართველ ფეხბურთელის სანაცვლოდ "ლიონს" 18 მილიონს + ბონუსის სახით 4 მილიონს გადაუხდის.
იმ შემთხვევაში თუ ეს ტრანსფერი შედგება, გიორგი მიქაუტაძე "გალათასარაის" ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "ლიონში" 2024 წლის ზაფხულში "მეციდან" 18.5 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. მას მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.