უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელის, მიხაილო მუდრიკის ცხოვრება ბოლო პერიოდია ცუდად მიდის.
უკრაინელი ფეხბურთელი ჯერ დოპინგ ტესტზე ჩავარდა, ახლა კი, მეგობარმა გოგონამ მიატოვა.როგორც ცნობილი ხდება, რუსი მოდელი ვიოლეტა გრაჩევა ახლა "იუვენტუსის" ფეხბურთელ ვესტონ მაკკენის ხვდება.
აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail- ი ავრცელებს. წყაროს თქმით რუსი მოდელი და მაკკენი ერთად ზამთრის კურორტზე დასასვენებლად იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ მუდრიკი დოპინგ ტესტის დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს და თუ პასუხი ისევ დადებითი აღმოჩნდება, უკრაინელს დიდ ხნიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.