„ვალენსია“ ესპანეთის თასის მერვედფინალში გავიდა. „ღამურებმა“ 1/16-ფინალში სტუმრად „ელდენსე“ 2:0 დაამარცხეს.
ანგარიში მეცხრე წუთზე სერხი კანოსმა გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს დიეგო ლოპესმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი მამარდაშვილმა ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, კარს ისევ სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა. ქართველი წესით, 11 იანვარს, ლა ლიგის მორიგ ტურში „სევილიას“ წინააღმდეგ დაბრუნდება.