ფეხბურთი

0:17 | 8.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" "ინტერს" ნახევარმცველში 40 მილიონი ევრო შესთავაზა

„ნაპოლის“ მილანის „ინტერის“ ნახევარმცველის, დავიდე ფრატეზის დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ გაავრცელა.

როგორც მან დაწერა, „ნაპოლიმ“ „ინტერს“ 40 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა, ჯერჯეობით, სხვა დეტალები უცნობია, თვითონ ფეხბურთელსაც არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული „ინტერის“ დატოვებასთან დაკავშირებით.

დავიდე ფრატეზი „ინტერმა“ 2023 წელს „სასუოლოდან“ დაიმატა და მას შემდეგ იტალიელმა ნახევარმცველმა 63 მატჩში 11 გოლი გაიტანა, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.

0.111294